მე, გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს კავკასუს კრედიტს (ს/ნ 400168643), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.
გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული თანხმობა მოქმედია ხელმოწერიდან/დადასტურებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (იურიდიული პირის შემთხვევაში 60 სამუშაო დღის განმავლობაში).
მე, ვაცხადებ თანხმობას მასზედ, რომ კრედიტორმა
შპს კავკასუს კრედიტმა (ს/ნ 400168643) სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
კრედიტინფო საქართველოს მეშვეობით მიიღოს და დაამუშაოს ინფორმაცია ჩემს
შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს
მიერ ადმინისტრირებადი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი
ბაზიდან“, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით.
თანხმობა მოქმედებს 30 დღის ვადით.
შპს „კავკასუს კრედიტმა“ დაამუშავოს ჩემს მიერ წინამდებარე განაცხადის ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები მომსახურების განხორციელების მიზნით, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნითაც, რაც გულისხმობს ჩემთვის სარეკლამო შეთავაზებების გამოგზავნას მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ ფოსტის საშუალებით. სარეკლამო შეთავაზებების მიღების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ამისათვის, საკმარისია მობილური ტელეფონით გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) ტექსტით NOSMS ნომერზე 94009 (SMS რეკლამის ავტომატური გათიშვის მოთხოვნისთვის), დააჭიროთ შეთავაზების გამოწერის გაუქმების ბმულს ელ ფოსტით მიღებულ შეტყობინებაში (ელ ფოსტის რეკლამის ავტომატური გათიშვის მოთხოვნით) ან დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე 0322 330 330
იდენტიფიკაციის გავლა:
იმისთვის,რომ თქვენი მონაცამები იყოს დაცული და არ მოხდეს თაღლითური გზით თქვენივე მონაცემების გამოყენება, გთხოვთ, თქვენი კუთვნილი ანგარიშიდან შპს „კავკასუს კრედიტი“-ს ანგარიშზე გადმორიცხოთ 0.01 ლარი (1 თეთრი). დანიშნულება: იდენტიფიკაცია.